იულია ტიმოშენკო - თავისუფალ უკრაინაში არავის აქვს უფლება, მსოფლიოს დასანახად რეპრესია გაატაროს
იულია ტიმოშენკო - თავისუფალ უკრაინაში არავის აქვს უფლება, მსოფლიოს დასანახად რეპრესია გაატაროს

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ტიმოშენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის და სააკაშვილი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს მიეკუთვნებიან, ორ რევოლუცია გამოვლილ თავისუფალ უკრაინაში არავის აქვს უფლება მთელი მსოფლიოს დასანახად რეპრესია გაატაროს.

სიტყვით გამოსვლის დროს, იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილი შეცდომით უკრაინის პრეზიდენტად მოიხსენია.

„ ეს არის რეპრესია – სხვაგვარად ამას ვერ მოვიხსენიებ. შეიჭრნენ მასთან სახლში, არ უშვებდნენ ადვოკატებს, დეპუტატებს. უკრაინის პრეზიდენტს აიძულეს სახლის სახურავზე ასულიყო. უკაცრავად საქართველოს, არ იქნებოდა ურიგო თუ ის უკრაინის პრეზიდენტი იქნებოდა. მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის აპირებდა სახურავიდან გადმოხტომას, რადგანაც ეს იყო მისი პროტესტი ამ პოლიტიკური მოქმედების წინააღმდეგ”, – გაანცხადა იულია ტიმოშენკომ.

მისი თქმით, პარტია სააკაშვილს მხარს დაუჭერს.