უკრაინის შს მინისტრი მოუწოდებს სააკაშვილს, დაემორჩილოს მთავრობას
უკრაინის შს მინისტრი მოუწოდებს სააკაშვილს, დაემორჩილოს მთავრობას

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს,  დაემორჩილოს მთავრობას. არსენი ავაკოვის თქმით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვალდებულია უპასუხოს წარდგენილ ბრალდებას და თავი შეიკავოს სისხლისღვრის პროვოცირებისგან.

„ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას. სანამ არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, მანამდე გამოსვალი არ იქნება. სააკაშვილის ვალდებულია დაემორჩილოს კანონის მოთხოვნას და უპასუხოს წარდგენილ ბრლადებას“ – წერს არსენი ავაკოვი „ტვიტერის“ გვერდზე.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილის სპეცრაზმის მანქანიდან გადმოყვანა შეძლეს. ამჟამად სააკაშვილი მომხრეებთან ერთად უმაღლესი რადას შენობისკენ მიემართება.