სააკაშვილი მხარდამჭერებმა სპეცრაზმის მანქანიდან გადმოიყვანეს
სააკაშვილი მხარდამჭერებმა სპეცრაზმის მანქანიდან გადმოიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა სპეცრაზმის მანქანიდან გადმოიყვანეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი კიევიდან იუწყება, ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება  და მათ სიტყვით მიმართავს.

ადგილზე რჩება სპეცრაზმიც.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა გათავისუფლებისთვის და განაცხადა, რომ აქციებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით და კვლავ გააგრძელებს ბრძოლას.

“პოროშენკო ცდილობს ჩემს დაკავებას პუტინთან გარიგების შედეგად. თქვენთან ერთად ბრძოლას კვლავ გავაგრძელებ. არ უნდა გვეშინოდეს, ჩვენ მილიონები ვართ და ძალიან ძლიერები”, – მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს.