ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საქმე სააკაშვილის უფლებების დარღვევამდე არ მივა 
ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საქმე სააკაშვილის უფლებების დარღვევამდე არ მივა 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს კიევში განლაგებულ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

როგორც უკრაინულ გამოცემა „უნიანს“ წარმომადგენლობის პრესცენტრში უთხრეს, ისინი ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

„ყურადღებით ვაკვირდებით ამ შემთხვევას და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დროულად და კანონის სრული დაცვით წარიმართება, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქმე არ მივიდეს ბატონი სააკაშვილის უფლებების დარღვევამდე”, – განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესცენტრში.