მიხეილ გიორგაძე - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სტუდია ექნება
შოთა რუსთაველი სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სტუდია ექნება, – ამის შესახებ, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თეატრალური უნივერსიტეტის განახლებული პირველი კორპუსის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თანამედროვე ტექნიკისა და სივრცის არარსებობა უნივერსიტეტში იყო პრობლემა და ძალიან მალე ეს პრობლემა მოგვარდება.
„ახალი სასწავლო წლიდან მნიშვნელოვანი პრობლემა გადაწყდება და კინო და ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტს, თანამედროვე სტუდია და აპარატურა ექნება. ფინანსური უზრუნველყოფა სამინისტრომ გააკეთა, ჩატარდა ბაზრის კვლევა და, ალბათ, მომავალ კვირას გამოცხადება ტენდერი“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან ერთად, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მათ შეხვედრა გამართეს სტუდენტებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან.