მიხეილ ბატიაშვილი - მიხეილ გიორგაძის შემცვლელად ჯერ არც ერთი კანდიდატურა არ განიხილება, უწყება მუშაობს კულტურის სფეროს რეფორმებზე
მიხეილ ბატიაშვილი - მიხეილ გიორგაძის შემცვლელად ჯერ არც ერთი კანდიდატურა არ განიხილება, უწყება მუშაობს კულტურის სფეროს რეფორმებზე

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის შემცვლელად ჯერ არც ერთი კანდიდატი არ განიხილება.

კითხვაზე, ვინ შეცვლის მიხეილ გიორგაძეს და განიხილება თუ არა მიხეილ კალანდიას კანდიდატურა, ბატიაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად არანაირ კანდიდატზე არ მიდის საუბარი.

მისივე თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროს რეფორმებზე და მნიშვნელოვანია ჯერ ხედვა ჩამოყალიბდეს და შემდეგ შეირჩეს შესაბამისი კანდიდატი.

„უახლოეს დღეებში, იმედია ჩამოყალიბებული ხედვა გვექნება კონკრეტული რეფორმებისა. ამ გეგმების მიხედვით, ვიფიქრებთ, კონკრეტულ ადამიანებზე. ჯერ ადამიანი კი არ უნდა იყოს და მერე გეგმა. არამედ, ჯერ ხედვა ჩამოვაყალიბოთ და ამ ხედვიდან გამომდინარე უკვე ვიფიქროთ ადამიანებზე. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კულტურის წარმომადგენლებთან და როგორც კი ჩამოვყალიბდებით, გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა 5 ივლისს დატოვა.

დატოვე კომენტარი