მიხეილ გიორგაძე - ქუთაისის მესხიშვილის თეატრისა და ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია იგეგმება
მიხეილ გიორგაძე - ქუთაისის მესხიშვილის თეატრისა და ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია იგეგმება

ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძემ ქუთაისში, თეატრალური ფესტივალის გახსნისას განაცხადა.

„მესხიშვილის თეატრის, ასევე ოპერის თეატრის სრული რეაბილიტაციის პროექტი მზადდება. მუშაობა დაწყებულია და წელს დასრულდება. მომავალი წლიდან დაიწყება ფიზიკური სამუშაოები. ჩემი ღირსების საქმეა და მე ეს შევასრულე, ვგულისხმობ თოჯინების თეატრს, წელს სრულიად რებილიტირებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი თოჯინების თეატრი ჩვენს ბავშვებს შემოდგომაზე კარს გაუღებს. ამ ქალაქს ეკუთვნის, რომ თანამედროვე სტანდარტებით გამართული თეატრები ჰქონდეს”, -განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის ქუთაისში თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.