მიხეილ გიორგაძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით არ განიხილება ისეთი კომპრომისი, რაც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას
მიხეილ გიორგაძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით არ განიხილება ისეთი კომპრომისი, რაც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას

ქართული მხარის სულისკვეთება და განწყობა ნათელია, რომ თეორიაში არც განიხილება არანაირი ისეთი კომპრომისი, რაც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბაქოში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა.

„აზერბაიჯანული მხარე რატომ ჩქარობს, ან რას ჩქარობს, ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ქართული მხარე რას აკეთებს. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ერთობლივი კომისიის სხდომა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. ყველა საკითხი, მათ შორის, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესები განხილული იქნება.

ბუნებრივია, ამ კომისიის სხდომის შედეგებს ველოდებით. ქართული მხარის სულისკვეთება და განწყობა ნათელია, რომ არანაირი ისეთი კომპრომისი, რაც გულისხმობს, ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას, თეორიაში არც განიხილება. გამოსავლის პოვნისთვის და ამ საკითხის დალაგებისთვის არის შემქნილი კომისია, რომლის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.