მიხეილ გიორგაძემ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
მიხეილ გიორგაძემ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან ერთად, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მათ შეხვედრა გამართეს სტუდენტებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან.

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

როგორც სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რეაბილიტაციის შედეგად, აღდგა თეატრალური უნივერსიტეტის შენობის მთავარი შესასვლელის კიბე და ბაქნების დაზიანებული ადგილები, უკანა ფასადი, ეზოს შესასვლელები, სრულად გარემონტდა შენობის ინტერიერი და სასწავლო აუდიტორიები.

გარდა ამისა, რესტავრაცია ჩაუტარდა რუსთაველის თეატრის მე-3 დონეზე მდებარე აკაკი ხორავას სახელობის აუდიტორიის თანდართულ ორიენტალისტურ მოხატულობას.

უნივერსიტეტის სასწავლო სცენა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური აპარატურით, ასევე, გარემონტდა მაყურებელთა დარბაზი.

მთლიანად გამოიცვალა ელექტროგაყვანილობა, გათბობისა და გაგრილების სისტემები, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, გამაგრდა სართულებსშორისი გადახურვა, ტექნიკურად გაიმართა შენობაზე დადგმული კოშკები და სველი წერტილები.

პირველ კორპუსში ჩატარებული სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სრულად აღიჭურვა ახალი თავისუფალი სივრცე – კაფეტერია-სამკითხველო.

დატოვე კომენტარი