სტუდენტური კონკურსის „კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“ გამარჯვებულები 25 ნოემბერს გამოვლინდებიან
სტუდენტური კონკურსის „კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“ გამარჯვებულები 25 ნოემბერს გამოვლინდებიან

პირველი სტუდენტური კონკურსის „კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“ გამარჯვებულები 25 ნოემბერს გამოვლინდებიან.

კონკურსში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სოციალური, ჰუმანიტარული და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მიმართულებების პირველი და მეორე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები მონაწილეობენ. პირობის თანახმად, სტუდენტებმა აუდიო-ვიზუალური მედიასაშუალებებისთვის განკუთვნილი კულტურისა და ხელოვნების საკითხებზე მომზადებული მცირე ზომის ნამუშევრები (რეპორტაჟი, სიუჟეტი, ნარკვევი, ესსე, ჩანახატი – ქრონომეტრაჟი 5-10 წთ) წარმოადგინეს. გამარჯვებულებს პროფესიული ჟიური გამოავლენს.

კონკურსი „კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით ტარდება. კონკურსის მიზანი დარგის განვითარების ხელშეწყობა, კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით პროფესიულ საქმიანობაში მომავალი ჟურნალისტების წახალისება და აუდიო-ვიზუალური მედიის კვალიფიციური კადრებით მომარაგებაა.

კონკურის გამარჯვებულები პრიზის სახით მიიღებენ ფულად ანაზღაურებას და დიპლომებს.

ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.