პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ჩემი შვილის საქმეს, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მან პრემიერს საკუთარი მოთხოვნები გააცნო.
„თქვა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს, გადახედავს, მე ჩემი მოთხოვნები ვუთხარი ჩემი საქმის თაობაზე“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის პრემიერის შეთავაზება, მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ სურს.
ამასთან, მალხაზ მაჩალკაშვილმა არც იმაზე ისაუბრა, გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქცია.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან თემირნალ მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, პრემიერმა მათ პირობა მისცა, რომ პირად კონტროლს გაუწევს მაჩალიკაშვილის საქმეს.