მაია ნიკოლეიშვილი - მაჩალიკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელი იყო
მაია ნიკოლეიშვილი - მაჩალიკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელი იყო

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელი იყო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ექსპერტიზის ბიუროში შესვლამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტიზა თუ არ ჩატარდებოდა, დარჩებოდა მხოლოდ მძიმე დაზიანება და სიკვდილის მიზეზი დაუდგენელი გახდებოდა.

„შესაძლებელია, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანდა გარკვეული წარმონაქმნები და არტეფაქტები ან ძვალი, ასევე გარკვეული მეტალის ფრაგმენტები. ეს და სიკვდილის მიზეზი დადგინდება პირველ რიგში. შესაძლოა,  სროლის მანძილზე გაკვეთამ გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს. დრო არის გასული და ამიტომ ვამბობ“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

დუისში, სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, არსებობს ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხს ექსპერტიზა გასცემს.