მარიამ კუბლაშვილი -მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს
მარიამ კუბლაშვილი -მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს

არსებობს ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხს ექსპერტიზა გასცემს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, მაჩალიკაშვილს დღესვე გადაასვენებენ პანკისში.

“ჩატარდება ექსპერტიზა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა. ექიმმა მომცა ფორმა ასი. მისი თქმით, მდგომარეობა დილის ექვ საათზე გაუარესდა ეს პროგნოზირებადი იყოო და არც არაფერი იყო გასაკვირიო. მიცვალებულს პანკისში დღესვე გადავასვენებთ, დასრულდება თუ არა ექსპერტიზა. მრავალი კითხვა გვაქვს, სროლის ტრაექტორია, ასევე რა გახდა ასეთი სწრაფი გარდაცვალების მიზეზი, როდესაც მოლაპარაკება გვქონდა გადაყვანაზე. მრავალი სხვა კითხვაც არსებობს, რომელსაც პასუხს ექსპერტიზა გასცემს”,- აღნიშნა კუბლაშვილმა.

დუისში, სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.