ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ცხოველებთან საუბარში დაგვეხმაროს, მაგრამ მაინც რჩება ერთი დიდი პრობლემა — #1tvმეცნიერება
ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ცხოველებთან საუბარში დაგვეხმაროს, მაგრამ მაინც რჩება ერთი დიდი პრობლემა — #1tvმეცნიერება

წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ChatGPT-ის CatGPT-იც შეუერთდება — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწყობილობა, რომელიც ჩვენს შინაურ ცხოველებთან კომუნიკაციაში დაგვეხმარება.

ახლა, როცა ადამიანის მეტყველების ექსპერტი უკვე ენის მრავალი მოდელი გახდა, ბევრს აინტერესებს, რა დასჭირდება ხელოვნურ ინტელექტს ცხოველებთან სასაუბროდ.

ამ კითხვაზე პასუხს ორი ნეირობიოლოგი ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებულ ახალ ესეში განიხილავს.

ტიურინგის ტესტის პატივსაცემად — რომელიც ავლებს ზღვარს ადამიანის ინტელექტსა და მანქანებს შორის — თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, იოსი იოველმა და ოდედ რეჩავიმ შეიმუშავეს მიდგომა, რომელსაც „ექიმ დულიტლის გამოწვევა“ უწოდეს.

  • გამოწვევა მოითხოვს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ, „ენის“ დიდ რეჟიმს, რათა ცხოველებთან კომუნიკაციის სამი მთავარი დაბრკოლება დაძლიოს.
  • უნდა გამოიყენოს ცხოველის საკომუნიკაციო სიგნალები. ცხოველმა არ უნდა ისწავლოს ახალი სიგნალები, მაგალითად, როდესაც ძაღლი ადამიანის ბრძანებებზე რეაგირებს.
  • ეს სიგნალები მან ქცევის სხვადასხვა კონტექსტში უნდა გამოიყენოს, არა მხოლოდ კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობისას ან საფრთხის სიტუაციებში, როგორიც არის, როდესაც მეცნიერები ჩიტებისთვის რთავენ მათივე განგაშის ზარს.

მან ცხოველებში უნდა წარმოქმნას გაზომვადი პასუხი, თითქოს ის კომუნიკაციას თავისივე სახეობის წარმომადგენელთან ამყარებს და მანქანასთან.

მაგალითად, ავიღოთ მეთაფლია ფუტკრები. თავის კოლონიას საკვების ადგილმდებარეობის შესახებ ის ქანაობის მსგავსი ცეკვით ატყობინებს. მეცნიერებმა მისი ცოდნის „გატეხა“ მოახერხეს და შექმნეს რობოტი ფუტკარი, რომელიც თავის მოძრაობებით სხვა ფუტკრებს იზიდავს და კონკრეტულ ადგილას წასვლისკენ მიანიშნებს.

ეს ექიმი დულიტლის გამოწვევის პირველ და მესამე პუნქტს აკმაყოფილებს. თუმცა, ცეკვა მხოლოდ ამ ერთ კონტექსტში მუშაობს. მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ჰკითხონ ფუტკარს, რა სურს მას ან როგორ გრძნობს თავს.

ამად გარდა, ზემოთ მოცემული სამივე პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, შეიძლება ვერასოდეს შევძლოთ ცხოველებთან იმ დონის კომუნიკაცია, როგორსაც ცხოველების მოყვარულები ისურვებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ალგორითმმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გვითხრას, რომ ჩვენი საყვარელი კატა სიყვარულს ან იმედგაცრუებას გამოხატავს, შეიძლება არ არსებობდეს საშუალება, რომ ვკითხოთ, როგორ გრძნობს თავს. ადამიანის ენა შეიძლება უბრალოდ იმდენად უნიკალური იყოს, რომ სხვა ცხოველებზე ვერ გავრცელდეს.

როგორც ფილოსოფოსი ლუდვიგ ვიტგენშტაინი ირწმუნებოდა, ლომი რომც ლაპარაკობდეს, შეიძლება მისი მაინც ვერ გაგვეგო.

„თუ ვიტგენშტაინი მართალია, „შეიძლება ვერასოდეს შევძლოთ ცხოველებს ვკითხოთ, როგორ გრძნობენ თავს“, — წერენ იოველი და რეჩავი.

მათი განცხადებით, ფუტკრების ცეკვა სავარაუდოდ იმაზე მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე ჩვენ ვხვდებით, მათ შორის, დახვეწილ ტაქტილურ და აკუსტიკურ სიგნალებს საკვების რესურსის ხარისხის შესახებ.

როგორც ისინი ასევე აღნიშნავენ, საჭიროა ამ მონაცემების შეგროვება და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმში შეყვანაც, თუ მას კოდის გატეხას ვთხოვთ, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, სხვა რა ტიპის მონაცემების ჩაწერაა საჭირო.

იქნებ ელექტრული ველების ჩაწერაც გვჭირდება?

მეორე მხრივ, შეიძლება ადვილი იყოს პრიმატების კომუნიკაციაში დახელოვნება, რადგან ის ჩვენსასთან ახლოს არის. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის მოდელებს შეიძლება მაინც ესაჭიროებოდეს დიდი ოდენობით მონაცემზე გაწვრთნა, რაც ველურ გარემოში პრიმატებზე გრძელვადიან დაკვირვებას მოითხოვს. საიდან უნდა მივიღოთ ეს ინფორმაცია?

შეგროვებისა და გამოყენების შემთხვევაშიც კი, მეცნიერებს დასჭირდებათ პრიმატების „ბუნებრივი რეაგირების“ გაზომვა, რამაც იმაზე უნდა მიანიშნოს, რომ მათ მანქანის მიერ მათთან კომუნიკაციის მცდელობა გაიგეს.

ამაში შეიძლება ბუნებრივი ჩანაწერებიც დაგვეხმაროს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ობიექტური გაგების დამტკიცება შესაძლოა, სრულიად შეუძლებელი იყოს.

იოველი და რეჩავი ფიქრობენ, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი შეიძლება უფრო უკეთესად გამოვიყენოთ ცხოველებთან კომუნიკაციისთვის, მაგრამ აღიარებენ, რომ ის შეიძლება ცხოველებთან ისეთ კომუნიკაციაში ვერ დაგვეხმაროს, როგორც ეს ექიმ დულიტლს შეეძლო.

ნეირობიოლოგთა განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ძალა მილიონჯერაც რომ გაიზარდოს, მაინც დარჩება ზოგიერთი ის დაბრკოლება, რაც დღეს გვაფერხებს ცხოველებთან საუბარში.

ესე ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.