მამარდაშვილი ხელოვნურმა ინტელექტმა ლა ლიგაში მარტის თვის საუეკეთესო მოთამაშედ დაასახელა #1TVSPORT
მამარდაშვილი ხელოვნურმა ინტელექტმა ლა ლიგაში მარტის თვის საუეკეთესო მოთამაშედ დაასახელა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი მარტში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Superdeporte ავრცელებს.

„„ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის თვის საუკეთესო მეკარეა AI-ს მიხედვით! ხელოვნური ინტელექტი – Olocip Lab-ი ობიექტურად აფასებს თითოეულ მოქმედებას კონტექსტის მიხედვით – დროით, წუთებით, შედეგებით და სხვა პარამეტრებით. დაადგინდა, რომ გიორგი მარტში ყველაზე გამორჩეული მეკარე იყო“, – წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის ბოლო ტურში „გრანადა“ გასვლაზე 1:0 დაამარცხა. ქართველმა მეკარემ კი მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა ისე ჩაატარა, გოლი არ გაუშვია.

მარტში გიორგიმ კარის „მშრალად“ შენახვა 3 შეხვედრაში შეძლო, ხოლო გოლი ერთადერთხელ „ვილიეარეალთან“ გაუშვა (0:1). თუმცა მაშინ, წაგების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.