ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სასამართლო ვერ იმსჯელებს
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სასამართლო ვერ იმსჯელებს

დუისის სპეცოპერაციისას დაჭრილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სასამართლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სუს-ის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებული უგონო მდგომარეობაშია, ბრალი ჯერ არ აქვს წადგენილი.

საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მივიდა.

ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მან გადაამოწმა ინფორმაცია, ნადვილად ქჰონდა თუ არა მისის დაცვის ქვეშ მყოფს წარდგენილი ბრალი და ხომ არ განიხილებოდა მის გარეშე სახაზინო ადვოკატების მონაწილეობით სასამართლო პროცესი. იგი აცხადებს, რომ მას სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომ მაჩალიკაშვილს ბრალი წარდგენილი არ აქვს, ეჭვი ეპარებოდა.

„სუს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ითვლებოდა მაჩალიკაშვილი დაკავებულად, შესაბამისად, მისთვის ბრალი 48 საათში უნდა წარედგინათ. მე არ დამიძახეს. ვვარაუდობდი, რომ დაუძახეს სახაზინო ადვოკატს. მას შემდეგ, რაც მე გამოვაქვეყნე ჩანაწერი, რომ სუს-ის თანამშრომელს გადავეცი ორდერი, რომ საქმეში მის გარდა სხვა ადვოკატი არ ჩართულიყო, ამის შემდეგ საქმის მწარმოებელმა ორგანომ ერთადერთი გზა იპოვა და განაცხადა, რომ ბრალი არ წარუდეგნია“, – განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა.

„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.