ირმა ინაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მირზა სუბელიანთან შესვლის ნებართვას სთხოვს
ირმა ინაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მირზა სუბელიანთან შესვლის ნებართვას სთხოვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გეგმავს, პარლამენტის თავმჯდომარეს მირზა სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრის მოთხოვნით მიმართოს.

ჟურნალისტებთან საუბარში ინაშვილი მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის შეხვედრას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ბიუროს დღევანდელი სხდომის შემდეგ აპირებს, ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად მიმართოს და მისგან ნებართვა მიიღოს, შეხვდეს მირზა სუბელიანს.

ინაშვილი აცხადებს, რომ ნებართვის შემთხვევაში მზად არის, სუბელიანს მედიის წარმომადგენლებთან ერთადაც შეხვდეს.

ინაშვილი ასევე ამბობს, რომ მირზა სუბელიანისგან მიღებულ ინფორმაციას საზოგადოებას ობიექტურად მიაწოდებს და სიმართლის დამალვას არ დაუშვებს.

„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.