ირანმა ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ურანის გამდიდრების მაჩვენებელი გაზარდა
ირანმა ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ურანის გამდიდრების მაჩვენებელი გაზარდა. ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბეხრუზ კამალვანდიმ განაცხადა.
„დღეს, ჩვენ ურანის გამდიდრების 3.67 პროცენტიან დონეს გადავაჭარბეთ“, – თქვა კამალვანდიმ.
ირანის ხელისუფლებამ შვიდ ივლისს განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებით აღებული ვალდებულების შემცირებას გეგმავდა.
2015 წელს, ირანი სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ბირთვული აქტივობის შემცირებას დათანხმდა. გასულ წელს, აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.