ირანმა აშშ-ს ნოტა გადასცა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ მოქმედებას პასუხს გასცემს
ირანმა აშშ-ს ნოტა გადასცა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ მოქმედებას პასუხს გასცემს

ირანმა შვეიცარიის მეშვეობით აშშ-ს ნოტა გადასცა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ მოქმედებას პასუხს გასცემს.

ნოტაში ასევე აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში თეირანს მონაწილეობა არ მიუღია. პარალელურად, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანმა განაცხადა, რომ თეირანს ახლო აღმოსავლეთში შეტაკებები არ სურს.

14 სექტემბერს, საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ნავთობის მოპოვება დღიურად 5.7 მილიონი ბარელით შემცირდა. საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოს სამ ყველაზე მსხვილ ნავთობმწარმოებელს შორისაა, დღე-ღამეში 9.8 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა აიღეს.