მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ სანქციებს დაუწესებს ყველა ქვეყანას, რომელიც ირანთან იარაღით ივაჭრებს

23:55, 18.10.2020

ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებით ემუქრება ყველა ქვეყანას, რომელიც ირანთან იარაღით ივაჭრებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები შეეხება როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე მათ, ვინც უზრუნველყოფს ტექნიკურ მომზადებას, ფინანსურ დახმარებას, მომსახურებასა და შეიარაღებასთან დაკავშირებულ სხვა დახმარებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ყველა ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია მშვიდობითა და სტაბილურობით ახლო აღმოსავლეთში, „თავი უნდა შეიკავოს ირანთან იარაღის ვაჭრობისგან“.

„გარკვეული ტიპის ჩვეულებრივი იარაღის ექსპორტი ირანში არის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს 1929-ე რეზოლუციის დარღვევა და ირანისგან ნებისმიერი იარაღის ან მასალების შეძენა 1747-ე რეზოლუციის დარღვევა იქნება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ირანთან იარაღით ვაჭრობაზე დაწესებული ემბარგო 18 ოქტომბერს მოიხსნა.

მსგავსი