ირანის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპის ბედი სადამ ჰუსეინის ბედზე უკეთესი არ იქნება

21:20, 23.12.2020

დონალდ ტრამპის ბედი სადამ ჰუსეინის ბედზე უკეთესი არ იქნება, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ სამთავრობო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ისტორიაში იყო ორი შეშლილი, რომელმაც ირანის წინააღმდეგ ომი სამხედრო და ეკონომიკური გზით გამოაცხადა.

ჰასან როჰანის განცხადებით, ირანმა სამხედრო კონფლიქტში გაიმარჯვა და ელოდებოდა, „როდის ჩამოკიდებდნენ ერაყელ შეშლილს, ტრამპის ბედი კი, სადამ ჰუსეინის ბედზე უკეთესი არ იქნება“.

„ჩვენ დავინახეთ, როგორ გატეხა ისინი ირანელმა ხალხმა თავისი წინააღმდეგობით, ვისაც ჩვენი გატეხვა სურდა“, – თქვა როჰანიმ.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შემცირდეს ეკონომიკური ომის შედეგები და მკაცრი სანქციები დასრულდეს.

მსგავსი