ირანისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ბირთვულ შეთანხმებაზე საკონსულტაციო შეხვედრას გამართავენ
ირანისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფიმ განაცხადა.
დიპლომატის თქმით, შეხვედრა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მიმართ აშშ-ის დესტრუქციულ პოლიტიკას მიეძღვნება. თუმცა, ამ ეტაპზე შეხვედრის დრო და ადგილი არ საჯაროვდება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები.
ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის ბირთვულ საკითხზე შეთანხმებას 2015 წლის 14 ივლისს მოეწერა ხელი. ბირთვული პროგრამაზე უარის სანაცვლოდ, თეირანმა საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად მოხსნის პირობა მიიღო.