ჰონგ-კონგში მთავრობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ჰონგ-კონგში მთავრობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. „როიტერის“ ინფორმაციით, დემონსტრანტები სამეკავშირეო ოფისიდან კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე იდგნენ. ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ რამდენიმე ასეული პოლიციელი გაიყვანა.
დემონსტრანტები სამართალდამცველებს ბოთლებს, ქვებს და ქოლგებს ესროდნენ. ასი ათასობით ადამიანი ჰონგ-კონგში მთავრობის სადავო კანონპროექტს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანების ჩინეთში ექსტრადიცია ხდება შესაძლებელი.