ჰონგ კონგის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბია
ჰონგ კონგის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბია

ჰონგ კონგის პოლიციამ ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბია. დემონსტრანტები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ აშშ-ის საკონსულოსთან გაკეთებული მოწოდებების შემდეგ, ბარიკადების აღმართვა და სხვადასხვა საგნისთვის ცეცხლის წაკიდება დაიწყეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

დემონსტრანტებს აშშ-ის გენერალურ საკონსულოსთან აქციის ჩატარების ნება ხელისუფლებამ დართო. მომიტინგეებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდეს, მიიღოს სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ჰონგ კონგის ხელისუფლებას სანქციებს დაუწესებენ, რათა მთავრობამ დემოკრატიული პრინციპები დაიცვას.

დატოვე კომენტარი