ჰონგ კონგში, საპროტესტო აქციაზე 360 მოქალაქე დააკავეს
ჰონგ კონგში, საპროტესტო აქციაზე 360 მოქალაქე დააკავეს

ჰონგ კონგში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 360 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მოქალაქეები პეკინის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის ჰონგ კონგზე გავრცელებას აპროტესტებენ, რომლის ფარგლებშიც ჩინეთის ჰიმნის უპატივცემულობის კრიმინალიზაცია მოხდება. პოლიციამ მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პეკინში აცხადებენ, რომ ახალი კანონმდებლობა არ შეუქმნის საფრთხეს ჰონგ კონგის ავტონომიას, თუმცა როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთის ახალი გეგმის მიხედვით, ჰონგ კონგში შესაძლოა, სადაზვერვო სააგენტოები განთავსდეს, რომლებიც ქალაქის ავტონომიის მაღალ ხარისხს დააკნინებს.

მომიტინგეები და პროდემოკრატიული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ჰონგ კონგის ეროვნული ჰიმნის კანონპროექტი, რომელიც ჩინეთის ჰიმნის გამოყენების მკაცრ გაკონტროლებას ისახავს მიზნად, პეკინის მხრიდან ჰონგ კონგის მმართველობაში ჩარევის მცდელობის კიდევ ერთი ნიშანია.

კანონპროექტი, ჩინეთის ჰიმნის უპატივცემლობის შემთხვევაში, 6,500 დოლარამდე ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.