ჰონგ-კონგში დემონსტრაციის დასაშლელად ცრელმსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს
ჰონგ-კონგში დემონსტრაციის დასაშლელად ცრელმსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს

ჰონგ-კონგში სამართალდამცველებმა დემონსტრაციის დასაშლელად კვლავ ცრელმსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, საკანონმდებლო საბჭოს შენობასთან აქტივისტებმა არასანქცირებული მანიფესტაცია გამართეს. დემონსტრაციები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. ერთი დღით ადრე კი სამართალდამცველებმა დემონსტრაციების რამდენიმე ლიდერი დააკავეს.

ჰონგ-კონგში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. თავდაპირველად აქტივისტები ექსტრადიციასთან დაკავშირებული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რომლის საშუალებითაც დამნაშავის ჩინეთში გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი. დემონსტრაციების დაწყებიდან მალევე, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიტანა. თუმცა, მანიფესტაციები მასშტაბურ საპროტესტო ტალღაში გადაიზარდა. ახლა აქტივისტები ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომას და დემონსტრაციებზე სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით სამართლიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი