ჰონგ კონგში სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი აირისა და წიწაკის სპრეის საშუალებით დაშალეს
ჰონგ კონგში სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი აირისა და წიწაკის სპრეის საშუალებით დაშალეს

ჰონგ კონგში სამართალდამცველებმა ანტისახელისუფლო აქცია ცრემლსადენი აირისა და წიწაკის სპრეის საშუალებით დაშალეს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. აქციის დაწყებისას, ნიღბიანმა ახალგაზრდებმა მონგ კოკის რაიონში, საავტომობილო გზა გადაკეტეს, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და საგზაო შუქნიშნები დააზიანეს. დარბევის შედეგად ერთი სტუდენტი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე რამდენიმე ადამიანისგან შემდგარმა დაჯგუფებებმა სავაჭრო ცენტრების შესასვლელები დაბლოკეს.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ კონგის ლიდერი კერი ლამი პეკინში იმყოფება. მას ორშაბათს სი ძინპინთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, სადაც ჰონგ კონგში არსებულ ვითარებას განიხილავენ და შესაძლოა, საკადრო ცვლილებების შესახებაც იმსჯელონ.

პოლიტიკური კრიზისი ჰონგ კონგში უკვე ნახევარი წელია მიმდინარეობს. ჰონგ კონგელები ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც მათ ჩინეთში ძებნილი პირების პეკინისთვის გადაცემას ავალდებულებს.