ჰონგ-კონგში დღევანდელ აქციაზე მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა
ჰონგ-კონგში დღევანდელ აქციაზე მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა

ჰონგ-კონგში მორიგ მიტინგზე მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

დემონსტრანტები „ვიქტორიას პარკში“ შეიკრიბნენ, სადაც ხელისუფლებამ მათ მიტინგის გამართვის ნებართვა მისცა.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, დღეს გამართულ მიტინგში მილიონ 700 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

მთავრობაში განაცხადეს, რომ აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა დემონსტრანტებმა საავტომობილო მოძრობა შეაფერხეს. მიტინგები ჰონგ-კონგში უკვე 10 კვირაა, გრძელდება. თავდაპირველად, მომიტინგეები ექსტრადიციის შესახებ კანონს აკრიტიკებდნენ. მას შემდეგ, რაც მთავრობამ კანონში ცვლილების შეტანა გადადო, აქციები ჰონგ-კონგის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა.