ჰონგ კონგის მთავრობამ ექსტრადაციის შესახებ სადავო კანონი ოფიციალურად გაიწვია
ჰონგ კონგის მთავრობამ ექსტრადაციის შესახებ სადავო კანონი ოფიციალურად გაიწვია

ჰონგ კონგის მთავრობამ ექსტრადაციის შესახებ სადავო კანონი ოფიციალურად გაიწვია.

უსაფრთხოების საკითხებში მდივნის, ჯონ ლის თქმით, კანონპროექტმა საზოგადოების გახლეჩვა გამოიწვია. ჯონ ლის განმარტებით, კანონპროექტის გაწვევით, აქციის მონაწილეთა ერთი მოთხოვნა შესრულებულია.

ჰონკ კონგში ანტისამთავრობო გამოსვლები 31 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ექსტრადაციის შესახებ კანონის განხილვა დაიწყო. მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მთავრობამ კანონპროექტის განხილვა შეაჩერა, თუმცა აქციის მონაწილეები უკვე არა მხოლოდ კანონპროექტის გამოწვევას, არამედ ჰონგ კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომასაც ითხოვენ.

დატოვე კომენტარი