ჰონგ კონგში დემოკრატიის დაცვის მოთხოვნით მორიგი აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა
ჰონგ კონგში დემოკრატიის დაცვის მოთხოვნით მორიგი აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

ჰონგ კონგში დემოკრატიის დაცვის მოთხოვნით გამართული მორიგი აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. აქციები, რომლებიც შაბათს დაიწყო, ჩინეთში კომუნისტური მმართველობის დამყარებიდან 70-ე წლისთავამდე ორი დღით ადრე გაიმართა.

აქციის მონაწილეები ჩინეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. დემონსტრანტებმა ქალაქის ქუჩებში ბარიკადებიც ააგეს.

პოლიციამ მომიტინგეების დაშალა სცადა, თუმცა საპასუხოდ მათ სამართალდამცავებს აგურები და „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

პარალელურად ჰონგ კონგში გაიმართა აქცია, რომელზეც პეკინის მომხრეები შეიკრიბნენ.