ჰონგ-კონგის პოლიციამ საპროტესტო აქციაში მონაწილე 82 ადამიანი დააკავა
ექსტრადირების კანონპროექტთან დაკავშირებით მანიფესტანტები ჰონგ-კონგის შვიდ რაიონში გადანაწილდნენ და ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს. აქციის მონაწილეებმა სატრანსპორტო მოძრაობისა და საერთაშორისო აეროპორტის პარალიზებაც მოახერხეს.
ჰონგ-კონგის პოლიციამ საპროტესტო აქციაში მონაწილე 82 ადამიანი დააკავა.
საპროტესტო აქციის პარალელურად ასევე იმართება საყოველთაო გაფიცვა, რომელსაც სავარაუდოდ 500 ათასამდე საჯარო მოხელე და ბიზნეს სექტორის თანამშრომელი დაესწრება.
ჰონგ-კონგში დაახლოებით ორი თვეა არასამთავრობო აქციები იმართება, რომლის მონაწილეებიც ექსტრადიციის შესახებ კანონში სადავო ცვლილებების შეტანას აპროტესტებენ. კერძოდ, საქმე ეხება რეგულაციას, რომელიც საშუალებას იძლევა მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები ჩინეთში გაგზავნონ.