ჰაბლმა სამკუთხედის გალაქტიკას უპრეცედენტოდ დეტალური ფოტო გადაუღო
This gigantic image of the Triangulum Galaxy — also known as Messier 33 — is a composite of about 54 different pointings with Hubble’s Advanced Camera for Surveys. With a staggering size of 34 372 times 19 345 pixels, it is the second-largest image ever released by Hubble. It is only dwarfed by the image of the Andromeda Galaxy, released in 2015. The mosaic of the Triangulum Galaxy showcases the central region of the galaxy and its inner spiral arms. Millions of stars, hundreds of star clusters and bright nebulae are visible. This image is too large to be easily displayed at full resolution and is best appreciated using the zoom tool.
თუ სამკუთხედის თანავარსკვლავედის ოდნავ მარცხნივ გაიხედავთ, ღამის ცაზე მკრთალ ლაქას შენიშნავთ. ეს სამკუთხედის გალაქტიკაა, რომელიც ჩვენგან 3 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ობიექტს, რომლის ხილვაც შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი.
თუმცა, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის თვალი ადამიანის თვალივით შეზღუდული როდია. ცოტა ხნის წინ, მან ამ გალაქტიკას ამ დრომდე ყველაზე დეტალური ფოტო გადაუღო.
მაინც რამდენად დეტალური? გამოსახულება უზარმაზარია და შედგება 54 სხვადასხვა ფოტოსგან. რეზოლუცია 665 მილიონი პიქსელია და ასახულია 19 400 სინათლის წელიწადზე გადაჭიმული რეგიონი, მოჩანს 10-15 მილიონი ინდივიდუალური ვარსკვლავი.

თუმცა, ეს სამკუთხედის გალაქტიკის სრული ზომის მხოლოდ მესამედია, რადგან ამ სპირალური გალაქტიკის სრული დიამეტრი 60 000 სინათლის წელია. ფოტოზე ასახულია გალაქტიკის გული და სპირალური მკლავების შიდა სტრუქტურა.
სამკუთხედის გალაქტიკა, იგივე მესიე 33 ან NGC 598 — მესამე უდიდესი გალაქტიკაა ადგილობრივ ჯგუფში, ანდრომედასა და ირმის ნახტომის შემდეგ.
როგორც პატარა გალაქტიკისთვის არის მოსალოდნელი, მას შედარებით ნაკლები ვარსკვლავი აქვს — დაახლოებით 40 მილიარდი. ანდრომედაში ვარსკვლავების ოდენობა დაახლოებით 1 ტრილიონია, ირმის ნახტომში კი 200-400 მილიარდი. გარდა ამისა, სამკუთხედის გალაქტიკას ასევე აკლია ცენტრალური ამოზნექილობა და რკალი ცენტრის გარშემო.
სამკუთხედის გალაქტიკა სავსეა მტვრითა და გაზით, რომლისგანაც ის ახალ ვარსკვლავებს ჭედავს. ასტრონომ ჯულიენ დალკანტონის განცხადებით, ვარსკვლავთწარმოქმნის მაჩვენებელი მასში 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ანდრომედაში.
ასტრონომები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, სამკუთხედის გალაქტიკა ადგილობრივ ჯგუფში შედარებით მოგვიანებით იყოს მოსული. მის მოწესრიგებულ სპირალურ მკლავებში არ შეიმჩნევა გაზების ტურბულენტური წარსული, როგორც ეს ანდრომედასა და ირმის ნახტომშია. როგორც ჩანს, მას თავს არ გადახდენია არც ერთი გალაქტიკური შეჯახება.
თუკი ის ყოველთვის იქ იყო, შესაძლოა, მშვიდობიანი არსებობა კიდევ დიდხანს გააგრძელოს; მაგრამ თუ ამჟამინდელ სამყოფელში მოგვიანებით მოვიდა, ეს მშვიდობა აუცილებლად დასრულდება და სამკუთხედის გალაქტიკა სხვა გალაქტიკებთან შეჯახებებსაც გამოსცდის.
ამ კითხვაზე პასუხს ასტრონომები ჰაბლის ტელესკოპით შემდგომი დაკვირვებებისას გაარკვევენ.
გარდა ამისა, ისინი აპირებენ დეტალურად შეისწავლონ სამკუთხედის გალაქტიკის ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი.
აღნიშნული ბმულიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ფოტოს მაღალი გაფართოების მქონე ვერსიები.
მომზადებულია hubblesite.org-ის მიხედვით.