გია ვოლსკი - მთავარია, ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით სამართალი აღსრულდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. მისი შეფასებით, მთავარია, სამართალი აღსრულდეს.
“არსებობს გარკვეული სამართლებრივი ნორმები და მოთხოვნები, არსებობს სასამართლო თურქეთში და საქართველოში და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ, რომ სასამართლო გაძლიერდეს და გახდეს დამოუკიდებელი და ამავე დროს, ყოველდღე ვსაუბრობთ, რომ რაღაც პოლიტიკურ კონიუქტურაზეა მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული. მთავარია, სამართალი აღსრულდეს და დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დეპუტატმა.
დემირელის კოლეჯის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, დღეს წინასაექსტრადიციო პატიმრობა 1000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გირაოს შეფარდების შესახებ შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე პროკურორმა დააყენა.