ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ ბრძოლაში დასაბრუნებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამასთან, ამერიკელს არ დაუზუსტებია შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) აპირებს გამოსვლას თუ MMA-ში. მან მხოლოდ ის თქვა, რომ საუბარია მრავალმილიარდიან გარიგებაზე.
„ოდესმე, ისევ მიხილავთ თუ არა რინგზე? არ ვიცი. შესაძლოა, ეს იყოს საკრივო რინგი, ან იქნებ, საბრძოლო რვაკუთხედი. იყო ლაპარაკი მრავალმილიარდიან გარიგებაზე, ასე რომ, მოვიცადოთ და ვნახოთ, რა გამოვა”, – განუცხადა მეივეზერმა გამოცემა Forbes-ს.
უფრო ადრე, მეივეზერმა მიანიშნა MMA-ში კონორ მაკგრეგორთან შეხვედრაზე და ისიც კი აჩვენა, როგორ დაუმტვრევს სახეს ირლანდიელ მებრძოლს.