მეივეზერის ქალიშვილმა ქალის დაჭრისთვის პირობითი სასჯელი მიიღო #1TVSPORT
მეივეზერის ქალიშვილმა ქალის დაჭრისთვის პირობითი სასჯელი მიიღო #1TVSPORT

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივის, ფლოიდ მეივეზერის ქალიშვილმა, აიანა მეივეზერმა პირობითი სასჯელი მიიღო.

როგორც გამოცემა Bloody Elbow-ი წერს, 22 წლის აიანას ექვსწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს დანით მიყენებული ჭრილობების გამო. ორი დღის წინ მან აღიარა იარაღის გამოყენება დამამძიმებელ გარემოებებში. აიანა მეივეზერმა ამგვარი სასჯელი ტექსასის შტატის პროკურატურასთან ბრალის აღიარების სანაცვლოდ მიიღო.

მეივეზერი 2020 წლის აპრილში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც რეპერ კენტრელ დეშონ გოლდენის სახლში ჩხუბი მოხდა. მეივეზერს შვილი ჰყავს გოლდენისგან. მოკრივის ქალიშვილის მსხვერპლი გახდა 35 წლის ქალი, რომელსაც ასევე ჰყავს შვილი რეპერისგან. მათ შორის კონფლიქტი დაიწყო, რომლის დროსაც აიანამ ორი დანა აიღო და მსხვერპლს დაარტყა.