ფლოიდ მეივეზერმა საჩვენებელ ბრძოლაში იაპონელი მებრძოლი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ფლოიდ მეივეზერმა საჩვენებელ ბრძოლაში იაპონელი მებრძოლი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა საგამოფენო ორთაბრძოლა გამართა MMA-ის იაპონელ მებრძოლთან მიკურუ ასაკურასთან.

მეივეზერმა მეორე რაუნდის ბოლოს ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

ფლოიდ მეივეზერისთვის ეს იყო მესამე ბრძოლა კარიერის დასრულების შემდეგ. მანამდე მან გამარჯვება მოიპოვა იაპონელ კიკბოქსიორთან ტენშინ ნასუკავასთან, ამერიკელ ბლოგერთან ლოგან პოლთან და თავის სპარინგ-პარტნიორთან დონ მურთან.

45 წლის მეივეზერმა პროფესიული კარიერის განმავლობაში 50 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო.