მეივეზერმა 160 მილიონი შესთავაზა მაკგრეგორს რევანშის სანაცვლოდ #1TVSPORT
მეივეზერმა 160 მილიონი შესთავაზა მაკგრეგორს რევანშის სანაცვლოდ #1TVSPORT

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილ ჩემპიონს კონორ მაკგრეგორს მომავალი წლის მარტში მატჩ-რევანშის ჩატარება შესთავაზა ახლო აღმოსავლეთში.

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი მზად არის ირლანდიელს 157.9 მილიონი დოლარი შესთავაზოს.

„ფლოიდი ისე ვარჯიშობს, თითქოს ისევ 30 წლის იყოს. ის მართლაც კარგ ფორმაშია. მან უთხრა ხალხს, რომ უნდა კონორთან ჩხუბი, რადგან ეს იოლ სამუშაოში მიღებულ იოლ შემოსავლად მიაჩნია.

სავარაუდოდ, ეს შეიძლება მარტში ახლო აღმოსავლეთში მოხდეს,

ფლოიდის სურვილია, რომ ეს იყოს ყველაზე დიდი საღამო კრივის ისტორიაში, რომელსაც ყველაზე მეტი ნახვა ექნება“, – განაცხადა სიტუაციასთან დაახლოებულმა წყარომ.

მეივეზერისა და მაკგრეგორის პირველი საკრივო ორთაბრძოლა 2017 წლის ზაფხულში გაიმართა და მაშინ მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით ამერიკელმა მოიგო.