ფლოიდ მეივეზერი - მოჰამედ ალი ჩემზე უკეთესი არ არის, მე ჯერაც კრივის სახე ვარ #1TVSPORT
ფლოიდ მეივეზერი - მოჰამედ ალი ჩემზე უკეთესი არ არის, მე ჯერაც კრივის სახე ვარ #1TVSPORT

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა ილაპარაკა პროფესიულ კრივში საკუთარ სტატუსზე.

„სინამდვილეში, მე კვლავაც კრივის სახე ვარ. მინდა, მადლიერება გამოვხატო ისეთი ბიჭების მიმართ, როგორებიც არიან შუგარ რეი რობინსონი, მოჰამედ ალი და რეი ლეონარდი. მათ და ბევრმა სხვამ გამიკვალეს გზა, მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი ფლოიდ მეივეზერი და ეს მოკრივეები ჩემზე უკეთესები არ არიან“, – განაცხადა მეივეზერმა The Pivot Podcast-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ფლოიდ მეივეზერმა კარიერა 2017 წელს დაასრულა. მან პროფესიულ რინგზე 50 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო (27 – ნოკაუტით). 21-წლიანი კარიერის განმავლობაში ამერიკელმა 24 სატიტულო ბრძოლა მოიგო, აგრეთვე მსოფლიოს 24 მოქმედი თუ ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა.