მენი პაკიაომ გამოაცხადა, რომ მეივეზერთან რევანშს ჩაატარებს #1TVSPORT
მენი პაკიაომ გამოაცხადა, რომ მეივეზერთან რევანშს ჩაატარებს #1TVSPORT

ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ, მენი პაკიაომ გამოაცხადა, რომ 2024 წელს რევანშს ჩაატარებს პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ამერიკელთან, ფლოიდ მეივეზერთან.

ამის შესახებ პაკიაომ გულშემატკივრებს იაპონიაში საკრივო ტურნირის დროს გამოუცხადა.

„ჩვენ შარშან უნდა ჩაგვეტარებინა ბრძოლა, მაგრამ ეს არ მოხდა. იმედია, 2024 წელს გიხილავთ აქ, იაპონიაში დიდი ბრძოლის სანახავად ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ! მოუთმენლად ველოდები ამას“, – განაცხადა ფილიპინელმა.

პაკიაოსა და მეივეზერს შორის ბრძოლა 2015 წლის მაისში გაიმართა და ამერიკელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.