მაიკლ ჯორდანი ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია #1TVSPORT
მაიკლ ჯორდანი ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია #1TVSPORT

ინტერნეტპორტალმა Sportico-მ გამოაქვეყნა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების განახლებული რეიტინგი.

კლასიფიკაციის შედგენისას გამოცემამ გაითვალისწინა მთელი კარიერის განმავლობაში ხელფასი, ბონუსები, საპრიზოები და სარეკლამო შემოსავლები, ასევე ინფლაცია.

პირველი ადგილი დაიკავა NBA-ის ექვგზის ჩემპიონმა მაიკლ ჯორდანმა, რომელმაც 3.75 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგის TOP10 ასე გამოიყურება:

  1. მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 3.75 მლრდ
  2. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 2,66 მლრდ
  3. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 1,92 მლრდ
  4. არნოლდ პალმერი (გოლფი) – 1,76 მლრდ
  5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 1,7 მლრდ
  6. ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) – 1,67 მლრდ
  7. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 1,67 მლრდ
  8. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – 1,5 მლრდ
  9. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 1,49 მლრდ
  10. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 1,48 მლრდ