მაიკლ ჯორდანი ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია #1TVSPORT
ინტერნეტპორტალმა Sportico-მ გამოაქვეყნა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების განახლებული რეიტინგი.
კლასიფიკაციის შედგენისას გამოცემამ გაითვალისწინა მთელი კარიერის განმავლობაში ხელფასი, ბონუსები, საპრიზოები და სარეკლამო შემოსავლები, ასევე ინფლაცია.
პირველი ადგილი დაიკავა NBA-ის ექვგზის ჩემპიონმა მაიკლ ჯორდანმა, რომელმაც 3.75 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგის TOP10 ასე გამოიყურება:
- მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 3.75 მლრდ
- ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 2,66 მლრდ
- კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 1,92 მლრდ
- არნოლდ პალმერი (გოლფი) – 1,76 მლრდ
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 1,7 მლრდ
- ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) – 1,67 მლრდ
- ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 1,67 მლრდ
- დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – 1,5 მლრდ
- როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 1,49 მლრდ
- ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 1,48 მლრდ