საქართველოს ნაკრები ესპოოში ფინეთს დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, 21 ნოემბერს ფინეთში ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მესამე მატჩს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ჯგუფში ოთხი გუნდია: საქართველო, სერბეთი, ფინეთი და დანია. ფინეთი მასპინძელია და ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს, თუმცა მასთან შედეგები დანარჩენ სამ გუნდს აქტივში ეთვლება. მომდევნო ეტაპზე ოთხიდან სამი გუნდი გადის. თუ გავითვალისწინებთ ფინეთის მასპინძლის სტატუსს, სამი გუნდისთვის ორი გამსვლელი ადგილი რჩება. რადგან სერბეთი აშკარა ფავორიტია, საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა ჯგუფში დანიის გადასწრებაა. ამ მიზნის მისაღწევად კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 21 ნოემბერს – ფინეთში, ხოლო 24-ში თბილისში ამავე გუნდთან გამარჯვებები.
გადამწყვეტი ორი ტური კი თებერვალში გაიმართება. საქართველო დანიას უმასპინძლებს და სერბეთს ესტუმრება.