ფლოიდ მეივეზერი მოლაპარაკებებს აწარმოებს კონორ მაკგრეგორთან ორი ბრძოლის გამართვაზე - კრივისა და MMA-ის წესებით #1TVSPORT
ფლოიდ მეივეზერი მოლაპარაკებებს აწარმოებს კონორ მაკგრეგორთან ორი ბრძოლის გამართვაზე - კრივისა და MMA-ის წესებით #1TVSPORT

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, შესაძლოა, ოქტაგონში შეხვდეს შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელ მებრძოლს კონორ მაკგრეგორს, ასევე გამართოს მასთან საკრივო ორთაბრძოლა. ამ შეხვედრებს სარეკორდო ჰონორარი ექნება – 1.5 მილიარდი დოლარი.

როგორც გაზეთი The Sun წერს, მეივეზერის გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს UFC-ის ვარსკვლავის გუნდთან ორ ბრძოლაზე კონტრაქტის გასაფორმებლად. ჯერ უნდა შედგეს შეხვედრა საკრივო რინგზე, შემდეგ კი ამერიკელი და ირლანდიელი MMA-ის წესებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს იქნება 45 წლის მეივეზერის პირველი ბრძოლა MMA-ის წესებით.

ორივე ბრძოლას არა საჩვენებელი, არამედ ოფიციალური იქნება და მათი შედეგები აისახება ამერიკელის კარიერულ სტატისტიკაში.

ვარაუდობენ, რომ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ბრძოლები 2023 წელს აბუ-დაბისა და საუდის არაბეთში გაიმართება.