ფლოიდ მეივეზერმა საჩვენებელ ორთაბრძოლაში ვადაზე ადრე გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
ფლოიდ მეივეზერმა საჩვენებელ ორთაბრძოლაში ვადაზე ადრე გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

დუბაიში, პრომოუტერული კომპანია Mayweather Promotions-ის მიერ ორგანიზებული საკრივო საღამო გაიმართა, რომლის მთავარ ორთბრძოლაში ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი და ვიდეობლოგერი დეჯი ოლატუნჯი (Deji) შეხვდნენ ერთმანეთს.

ბრძოლის სტარტზე მებრძოლები ერთმანეთს ეცნობოდნენ და შეტევებს ნაკლებად მიმართავდნენ. ოლატუნჯიმ აქცენტი ჯებით დარტყმებზე გააკეთა და ამერიკელის შეცდომაზე დაჭერას ცდილობდა, რაც მოახერხა მეორე რაუნდში.

მეივეზერი, რომელიც პირველ წუთებში პუბლიკაზე თამაშობდა, გაშვებული დარტყმის შემდეგ გამოცოცხლდა და შეტევების სერია ჩაატარა, რომელთაგანაც უმეტესეობა მიზანში მოხვდა.

მეექვსე რაუნდში დეჯიმ ისევ მოარტყა მეივეზერს, რის შემდეგაც ფლოიდმა კუთხეში მიიმწყვდია ვიდეობლოგერი. რეფერი იძულებული გახდა ვადაზე ადრე დაესრულებინა ბრძოლა და გამარჯვებულად მეივეზერი გამოეცხადებინა.