ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი მხარს უჭერს ირანთან ბირთვული შეთანხმების განხორციელების გაგრძელებას
ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი მხარს უჭერს ირანთან ბირთვული შეთანხმების განხორციელების გაგრძელებას

ევროკავშირი დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად მხარს უჭერს ირანთან ბირთვული შეთანხმების განხორციელების გაგრძელებას. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ირანის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სწორედ ამ ქვეყნებმა 2015 წელს, აშშ-თან, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად ხელი მოაწერეს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მხარს ვუჭერთ ირანთან ბირთვული შეთანხმების სრული და ეფექტიანი განხორციელების გაგრეძელებას“, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

როგორც ევროკავშირის კომისარმა განაცხადა, ბირთვული შეთანხმება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ერთხმად იყო დამტკიცებული როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გლობალური არქიტექტურის მთავარი ელემენტი.

„ჩვენ ერთად მწუხარება გამოვთქვით ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გამო, თუმცა მიგვაჩნია, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული სანქციებს გაუქმება და ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება შეთანხმების მთავარი შემადგენელი ნაწილებია“, – ღნიშნა მოგერინიმ.

ფედერიკა მოგერინის თქმით, შეთანხმების ხელმომწერი ყველა ევროპული ქვეყანა მხარს უერს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გაგრძელებას.

„ჩვენ ერთად დავადასტურეთ, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ ბირთვული შეთანხმების ყველა ნაწილის კეთილსინდისიერი და კონსტრუქციული შესრულება“, -აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა.

დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 8 მაისს გამოაცხადა.