ფედერიკა მოგერინი აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო, თურქეთს აკრიტიკებს
ფედერიკა მოგერინი აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო, თურქეთს აკრიტიკებს

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თურქეთს, სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო, აკრიტიკებს.

მოგერინის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ სირიაში სამხედრო მოქმედებების დეესკალაცია მოხდეს და არა მათი გაღვივება.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თურქი სამხედროები ქალაქ აფრინს სრულად აკონტროლებენ.