მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა როტერდამის ტურნირი მოგებით დაიწყო. “დიდი სლემის” ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა 50 წუთში გაანადგურა ბელგიელი რუბენ ბემელმანსი – 6:1, 6:2.
შვეიცარიელმა ექვსი ეისი შეასრულა, არც ერთხელ არ შემცდარა საკუთარ მოწოდებაზე და 10-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
ფედერერის შემდეგი მეტოქე გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, როჯერი რაფაელ ნადალს რეიტინგში ლიდერობას ჩამოართმევს და ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი გახდება.