სერენა უილიამსმა 14-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
სერენა უილიამსმა 14-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა მოგებით დაიწყო ტორონტოში უმაღლესი კატეგორიის (WTA-1000) ტურნირი. „დიდი სლემის“ 23-გზის ჩემპიონმა პირველ წრეში ორ საათში 6:3, 6:4 მოუგო ესპანელ ნურია პარისას-დიასს.

40 წლის სერენასთვის ეს იყო პირველი მოგება პროფესიულ ტურში ბოლო 14 თვის განმავლობაში. ამერიკელს ბოლო გამარჯვება 2021 წლის ოთხ ივნისს როლან გაროსზე ჰქონდა.

უილიამსი XXI საუკუნეში მეოთხე ქალი ჩოგბურთელია მარტინა ნავრატილოვას, კიმიკო დატესა და ვენუს უილიამსის შემდეგ, ვინც 40 (ან მეტი) წლის ასაკში შეძლო პროფესიულ ტურში მატჩის მოგება.

სხვათა შორის, სერენამ 35-ე მატჩი მოიგო კანადურ ტურნირზე. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო ლეგენდარულ თანამემამულე კრის ევერტს და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.