„დიდი სლემის“ ტურნირები ATP-სა და WTA-ში შევლენ - ჩოგბურთში პრემიუმტური უნდა დაარსდეს #1TVSPORT
„დიდი სლემის“ ტურნირები ATP-სა და WTA-ში შევლენ - ჩოგბურთში პრემიუმტური უნდა დაარსდეს #1TVSPORT

„დიდი სლემის“ სერიის ტურნირები აპირებენ ATP-სა და WTA-ის ეგიდის ქვეშ მოხვდნენ, რათა სხვა მსხვილ ტურნირებთან ალიანსში შექმნან „პრემიუმტური“, – იტყობინება გამოცემა The Athletic-ი.

უფრო ადრე საჩოგბურთო ტურნირების სტრუქტურაში ცვლილების შესახებ დაწერა სპორტულმა ჟურნალისტმა, ჯონ ვერტჰეიმმა. მისი მონაცემებით, „პრემიუმტურში“ შევა 10-10 უმსხვილესი ტურნირი მამაკაცებსა და ქალებს შორის, რომელთაგანაც ერთ-ერთს საუდის არაბეთი მიიღებს.

პროექტმა შეიძლება სტარტი აიღოს უახლოეს ერთ-ორ წელიწადში, მაგრამ მის სრულ რეალიზაციაზე უფრო მეტი დრო დაიხარჯება. ამგვარი გეგმის არსებობა დაადასტურა ხუთმა წყარომ, რომლებმაც ანონიმად დარჩენა ისურვეს.

ელოდებიან, რომ „პრემიუმტურის“ შექმნა, ფორმულა 1-ის ჩემპიონატის ანალოგიის მიხედვით, საშუალებას მისცემს საუკეთესო ჩოგბურთელთა პირველ ასეულს, განტვირთოს თავისი გრაფიკი და გამონახოს საკმარისი დრო დასვენებისა და სეზონებს შორის სრულფასოვანი არდადეგებისთვის. ამასთან, უნდა გაიზარდოს ორგანიზატორთა შემოსავლები სატელევიზიო და სასპონსორო უფლებების კოლექტიური გაყიდვის წყალობით, თუმცა ამგვარი პარტნიორობის სტრუქტურა ჯერ არ არის შემუშავებული.