„დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირზე გადამწყვეტ სეტში ტაი-ბრეიკის ერთნაირი წესი იმოქმედებს #1TVSPORT
„დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირზე გადამწყვეტ სეტში ტაი-ბრეიკის ერთნაირი წესი იმოქმედებს #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ოთხი ტურნირის – ავსტრალიის ღია პირველობის, როლან გაროსის, უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ გადამწყვეტ მეხუთე სეტში, 6:6-ზე ერთი და იგივე წესით ჩაატარონ მე-13 გეიმი. კერძოდ, ეს იქნება ტაი-ბრეიკი 10 ქულის მოგებამდე.

აქამდე, ოთხივე ტურნირზე ბოლო სეტში 6:6-ის შემდეგ, გამარჯვებული სხვადასხვაგვარად ვლინდებოდა. მაგალითად, ავსტრალიაში ჩვეულებრივი ტაი-ბრეიკი თამაშდებოდა შვიდი ქულის მოგებამდე, უიმბლდონზე გრძელდებოდა სეტი და ტაი-ბრეიკი მხოლოდ 12:12-ის შემდეგ ინიშნებოდა…

ახლა კი გადაწყდა, რომ „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირზე ერთნაირი წესი იმოქმედებს და ის ძალაში წლევანდელი როლან გაროსიდან შევა.